შსს დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, პოლიციის საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

„დღეიდან, 2 სექტემბრიდან, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა. შესაბამისად, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

პოლიცია სვანეთის რეგიონში საკარანტინო შეზღუდვებს 22 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებდნენ. ამასთანავე, პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო სვანეთიდან მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო “,-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა