არჩილ თალაკვაძე - ყველა სათანადო ზომა მიღებულია, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საუბარი შეეხო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, „კოვიდ 19“-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს და სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლის საკითხს. შეხვედრაში ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ასევე NDI-ს ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

„საქართველო საიმედო დემოკრატიული პარტნიორია. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და მზად ვართ არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორიო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ. ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მიღებულია”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა