ქართული პრესის მიმოხილვა 02.09.2020

"პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება შეგუებული ვართ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში" - ძაბირაძე

რატომ გაუჭირდა "ოცნებას" საარჩევნო სიის შედგენა - ათ დღეში მხოლოდ პირველ ოცეულს დაასახელებენ

***

"პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება შეგუებული ვართ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში" - ძაბირაძე

"მთავარი, რითაც ეს არჩევნები განსხვავდება სხვებისგან, არის ის, რომ მოლოდინები დღეს ნაკლებია", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებს და პროცესებს, რომელიც შესაძლოა უახლოსი ორი თვის განმავლობაში განვითარდეს ქვეყანაში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება შეგუებული ვართ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში" - ძაბირაძე

"ძაბირაძის თქმით, წელს ფიზიკური დაპირისპირებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს სიტყვით და კომპრომატებით დაუპირისპირდებიან. „კომპრომატები ალბათ იქნება და უკვე დაიწყო კიდეც მათი გამოქვეყნება. ასევე, მუდმივად იქნება აქცენტირება არა მარტო კომპრომატებით, არამედ ერთამნეთის ჯიბრით გაკეთებული განცხადებებითაც. საფუძველი რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ველოდები, რომ საკმაოდ დიდი დოზით იქნება შავი პიარი. „რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებებს, არ ველოდები, რომ ასეთი ინციდენტები იქნება. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩანს, რომ პოლიტიკური სპექტრი შინაგანად მშვიდია და გარკვეულწილად შეგუებულია შედეგებს მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღალი განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. რომელ პარტიასაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა იტყვის, რომ პირველ ადგილას გავა მმართველი გუნდი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც" კი ასეთ პასუხს გაგცემთ. ესაა იმის ირიბი აღიარება, რომ „ქართულ ოცნებას" ექნება ხმების იმდენი რაოდენობა, რომ მას პირველს ჰქონდეს მთავრობის ფორმირების უფლება. იქნება ეს კოალიციური თუ არ იქნება - ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ამ აზრს პოლიტიკური სპექტრი უკვე შეგუებულია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც შეგუებული ხარ რაღაცას, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს", - ამბობს ძაბირაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე შეფასებით, ქართული საზოგადოება პოლიტიკურად „გაზრდილი" იმ შემთვევაში იქნება, თუ ამ არჩევნებში არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც „ქართულ ოცნებას" მხარს არ დაუჭერს. „ქართული საზოგადოება არჩევნებში ხისტი დაპირისპირებით არასდროს არ ერეოდა. ინციდენტები რაც ხდებოდა წინა წლების საარჩევნო პერიოდში იყო პოლიტიკური ჯგუფების მცირე მხარდამჭერთა დაპირისპირება. მძიმე დაპირისპირებები არც 2012-ში ყოფილა, არც 2016-ში. ეს მცირე ინცინდენტები იყო სწორედ პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტების დაპირისპირება და არა საზოგადოების. „მე ქართულ საზოგადოებას ზრდასრულად ჩავთვლიდი, თუ ის უარს ეტყოდა ორივე პოლიტიკურ ძალას - როგორც „ქართულ ოცნებას", ისე „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი განშტოებებით და არჩევანს გააკეთებდა წვრილ ან შედარებით მსხვილ, მაგრამ მესამე სექტორში მყოფ პოლიტიკურ ძალებზე, რაც უბრალოდ, წარმოაჩენდა იმას, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა კოალიციის გარეშე მთავრობას ვერ შექმნიდა. „ჩვენი ქვეყნისთვის დღეს კოალიციური ხელისუფლება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუნდაც იგივე დემოკრატიული თვალსაზრისით. დღეს რასაც ვუყურებ და რაც ვთქვი, რომ დიდი ალბათობით „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, ან რაღაც დიდი ნაბიჯი გადადგა", - თქვა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები წინა წლების არჩევნებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ წელს არჩევნებისგან საზოგადოებას ნაკლები მოლოდინები აქვს. ამის გათვალისწინებით, ძაბირაძის შეფასებთ, 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. „ამ არჩევნებში, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, არ მონაწილეობს ივანიშვილი. რატომ არ მონაწილეობს - ეგ ცალკე თემაა ალბათ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ 2016-ში ივანიშვილი იყო ძალიან აქტიური, შემოიარა თითქმის მთელი საქართველო. გულწრფელად რომ ვთქვა, დღეს „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება, რომ ივანიშვილი ასე აქტიურად ჩაერთოს. მაგრამ არც თვითონ გამოთქვამს ამის სურვილს. „გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს საქართველოში არის ორი პოლიტიკური ლიდერი - ესაა სააკაშვილი და ივანიშვილი. სააკაშვილი კი გამოჩნდა ასპარეზზე, მაგრამ საპირწონედ აქეთ ივანიშვილი არ ჩანს. „ჯერჯერობით მაინც შედარებით მშვიდი საარჩევნო კამპანიაა. თუ ავიღებთ დღევანდელ მოცემულობას და შევადარებთ იგივე 2016 წლის ამ პერიოდს, მღელვარება და მოლოდინები მაშინ არჩევნებისადმი გაცილებით მეტი იყო. დღეს არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოებაც შეგუებული ვართ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და „ქართული ოცნება" დიდი ალბათობით დარჩება ხელისუფლებაში, თუ არ ჩავთვლით მიკროფონთან გამოსულ ორატორებს, რომლებიც მთელი რიხით გამოდიან, მაგრამ ამ რიხის უკან საზოგადოების მხარდაჭერა არ დგას. მთავარი რითაც ეს არჩევნები განსხვავდება სხვებისგან არის ის, რომ მოლოდინები დღეს ნაკლებია", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან", -წერს სტატიის ავტორი.

რატომ გაუჭირდა "ოცნებას" საარჩევნო სიის შედგენა - ათ დღეში მხოლოდ პირველ ოცეულს დაასახელებენ

"2020 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე ზუსტად ორი თვეა დარჩენილი. ჯერჯერობით პოლიტიკურ პარტიების უმეტესობას საკუთარი პროპორციული სია წარმოდგენილი არ აქვს. მმართველი გუნდი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში ამბობდა, რომ თვის ბოლოს საკუთარ სიას დაასახელებდა,თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სექტემბერია, "ქართულ ოცნებას" ჯერ მაინც არ აქვს წარმოდგენილი პროპორციული სია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ გაუჭირდა "ოცნებას" საარჩევნო სიის შედგენა - ათ დღეში მხოლოდ პირველ ოცეულს დაასახელებენ

„რეზონანსთან" სუბრისას საპარამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ სიის ბოლომდე დაკომპლექტება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მეც ასე ვიცოდი, რომ მმართველ გუნდ თვის ბოლოს უნდა წარედგინა სია. როგორც ჩანს, ბოლომდე არ აქვთ დაკონკრეტებული სიის შემადგენლობა. არ მგონია, რომ რამე უშლიდეთ მათ ამაში ხელს. ყოველ შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობამ ორი თვით კი არა, წლით ადრე უნდა იცოდეს ვის შეიყვანს მის შემადგენლობაში. მე არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ფაქტორი მოქმედებდეს ამაზე", - ამბობს რევაზ არველაძე „რეზონანსთან", - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი დიმიტი ხუნდაძე კი ამბობს, რომ უახლოს ათ დღეში ცნობილი გახდება მმართველი გუნის პროპორციული სიის პირველი 20 წევრის ვინაობა. პოლიტსაბჭო შეიკრიბება და წარადგენენ სიას.დღეს კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ათი დღის ვადაში იქნება სიის პირველი ოცეული დასახელებული. მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვიცი რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსთან" საუბრისას. 2020 წლის საქარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული”, - წერს სტატიის ავტორი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა