გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი გურიის რეგიონში შეწამვლით ღონისძიებებს ატარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულში (ქვენობანი, ზომლეთი, ამაღლება, შუაამაღლება, გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, ხევი, შუასურები, დიდივანი, ერკეთი, ბუკისციხე) თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.

„თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით ღონისძიებები დაგეგმილია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 7-7 ადმინისტრაციულ ერთეულში.

წამლობა ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და მეფუტკრე-ფერმერებთან შეთანხმებით ხორციელდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას წინასწარ აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.parosana.ge “,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს