რუხში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, რუხში გზის რეაბილიტაცია წელს დასრულდება. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება მილიონ ლარამდეა.

„გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზე. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი წელს დასრულდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 938 506 ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო