გია ვოლსკი -  სააკაშვილი „მურმანის ეკალივითაა“, გიორგი ვაშაძის განცხადებები კი სადღეგრძელოს ჰგავს, ოღონდ თანამედროვე სტილში ნათქვამს და არა ღვინის ჭიქით ხელში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ის რესურსი, რომელიც ხალხს აერთიანებდა. ამის შესახებ ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი ახლა „მურმანის ეკალივითაა“.

„უყურებენ სიტუაციას და ფიქრობენ, რომ მისი რესურსი სხვას არავის აქვს. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილსაც გამოეცალა ის რესურსი, რომელიც გამაერთიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანებისთვის. გუბაზ სანიკიძემ რაც არ უნდა აქოს სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე თავისი რესურსით მაინც დარჩება იმ დონეზე, რა დონეზეც ახლაა. იგივეა, ვთქვათ „ლეიბორისტული პარტიაც“. ეს ხომ რაღაც საოცრებაა, გადასულია თვითპიარზე, რაღაც გაუგებრობა... „გოიმური“. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის თვითონ საინტერესო რაღაცებს ამბობს, მაგრამ მე რომ დავდგე თქვენთან და ვთქვა, გავაათმაგებთ პენსიებს, გავაასმაგებთ სტიპენდიებს, ყველას დავასაქმებ-თქო, ეს სადღეგრძელოს ჰგავს, ოღონდ თანამედროვე სტილში ნათქვამს, არა ღვინის ჭიქით ხელში. ამით ცდილობს ახალგაზრდების ყურადღების მიქცევას. საერთოდ ახალგაზრდების ხმებზე მიდის სერიოზული ნადირობა. ზოგს ჰგონია, რომ შორტებით თუ მოვა ტრიბუნაზე და იტყვის, რომ ყველაფერი შეიძლება და საერთოდ ხელისუფლება რა საჭიროაო, ახალგაზრდების ყურადღებას მიიპყრობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა