ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიციის შტაბის ხვალინდელ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას განიხილავენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, გაერთიანებული შტაბი ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ არჩევნების დღეს და შემდეგ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თარხნიშვილმა განუცხადა, გაერთიანებული შტაბი საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დასაცავად შეიქმნა.

„ხვალ არის მორიგი, რიგით მეორე გაერთიანებული შტაბის შეხვედრა. თქვენ იცით, რომ შეიქმნა გაერთიანებული შტაბი საარჩევნოდ ხმების დასაცავად, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ პაატა დავითაია. პირველი შეხვედრა იყო „ლეიბორისტების“ ოფისში, სადაც დავგეგმეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს კოორდინაცია სხვადასხვა პარტიას შორის და ასევე, გადაწყდა, რომ ჩვენი შეხვედრები მონაცვლეობით სხვადასხვა ოფისში შედგებოდა. ხვალინდელი შეხვედრა ჩვენს ოფისშია დაგეგმილი და განვიხილავთ და გავაგრძელებთ კოორდინაციის საკითხების განხილვას, ანუ როგორ გავცვლით ინფორმაციას, როგორ უნდა მოხდეს მოქმედება საარჩევნო დღეს, საარჩევნო დღის შემდეგ და ა.შ.“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა