ფოთში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ფოთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ფოთის საფეხბურთო ცენტრი სიმბოლური ამხანაგური მატჩით გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ „ჭაბონამასა“ და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სფფ-ის გუნდს შორის ამ წუთებში მიმდინარეობს.

საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე სტუმრებმა სიტყვით მიმართეს სტადიონზე შეკრებილ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას.

"ძალიან ემოციური დღეა, ძალიან ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ თითოეული ფოთელისთვის ეს არის უბედნიერესი დღე, ვინაიდან, არაჩვეულებრივი პროექტის მშენებლობა დავასრულეთ, ოფიციალურად გახსნილადაც, შეგვიძლია, გამოვაცხადოთ საფეხბურთო ცენტრი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდნენ ფოთელები და რამოდენიმე წლის წინ, როცა აქ ვიმყოფებოდი , ჩვენ დავპირდით ბავშვებს , რომ მოედანს გავაკეთებდით ყველა იმ საჭიროებებით, რაც სჭირდება სტადიონს და ძალიან მიხარია , ამდენ გახარებულ ბავშვს, რომ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი შემოემატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა "ფორვარდის" თანდაფანინანსებით განხორციელდა. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

გახსნის ცერემონიას ესწრებიან სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სფფ-ის წარმომადგენლები და სხვადასხვა თაობის ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები. ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა