გიორგი ხოჯევანიშვილი - მზად ვართ, რომ ჩვენს მოძმე ხალხთან, ჩვენს ოს და აფხაზ მეგობრებთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება

ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ამ ოკუპაციასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია მხოლოდ შრომით და მშვიდობიანი განვითარებით, - ამის შესახებ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძლიერი და განვითარებული რეგიონი არის საქართველოს ძლიერების საწინდარი და საქართველოს ძლიერებაში თავისი წვლილი გორმა და კასპმა უნდა შეიტანოს.

,,ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე დგომა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნდობას გავამართლებ. უნდა ითქვას, რომ გორი და შიდა ქართლი არის საქართველოს გული, ცენტრი და ლიტერატურულად ,,გულქართლსაც" უწოდებენ. ეს არის მხარე, რომელსაც გაზრდილი ჰყავს ისეთი ადამიანები, ისეთი სასახელო შვილები, თუნდაც ამ ორი სახელის დასახელება , როგორიც არის იაკობ გოგებაშვილი და ივანე ჯავახიშვილი ცხადყოფს თუ როგორი კულტურის, განათლების და განსაკუთრებული ქართველობის კერა იყო , არის და იქნება მომავალშიც შიდა ქართლი. უნდა ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში და ამ ქალაქში მართლაც ბევრია გაკეთებული და დაწყებული საქმეები ბოლომდე ისევ ჩვენი მისაყვანია. ხვალინდელი დღე კიდევ უფრო წარმატებული რომ იყოს, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. რა თქმა უნდა ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ შრომა არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია. ძლიერი და განვითარებული რეგიონი არის საქართველოს ძლიერების საწინდარი და საქართველოს ძლიერებაში თავისი წვლილი ამ რეგიონმაც, გორმა და კასპმა უნდა შეიტანოს. ამ მიმართულებით შეიძლება ორი ძირითადი საკითხი გამოვყოთ - ეს არის სოფლის მეურნეობა და ტურიზმი”, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონისთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა.

“ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ასობით ახალ, თანამედროვე, ერთწლიან თუ მრავალწლიან კულტურის ბაღებს, თანამედროვე ტიპის სასაწყობე და სამეურნეო მეურნეობებს. ეს არის ის, რაც ქმნის დოვლათს და აისახება ხვალინდელ დღეზე, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად და სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის აუცილებელი. რაც შეეხება ტურიზმს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი საქმიანობის შემდგომი 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვაპირებ ტურიზმის მხარდაჭერას. ახალი ტურისტული მარშრუტები, ახალი ტურისტული ლოკაციების აღმოჩენა, ციხე-სიმაგრეების რეაბილიტაცია, რელიგიური ძეგლების აღდგენა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხების, რომლებზეც ზრუნვას შემდგომ წლებში აქტიურად ვაპირებ. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად და უმთავრეს გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ამ ოკუპაციასთან საბრძოლველად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია მხოლოდ შრომით და მშვიდობიანი განვითარებით. მშვიდობას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოძმე ხალხთან, ჩვენს ოს და აფხაზ მეგობრებთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება“,- აღნიშნა მან.

ხოჯევანიშვილმა ისაუბრა ახალგაზრდებზე და განაცხადა, რომ რეგიონის ახალგაზრდები საქართველოს კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანენ.

„ახალგაზრდული ჟინი და ძალა, რომელიც ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებში იგრძნობა, ყოველთვის დამატებითი, დადებითი მუხტის მომცემი იყო ჩემთვის ამ ორი წლის განმავლობაში და არ დაგიმალავთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ალბათ განსაკუთრებული ყურადღებით მათზე ზრუნვით ვიქნები დაკავებული და ეს იმიტომ, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობაშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორედ მათი მხარდაჭერა, განათლების უზრუნველყოფა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება. სწორედ ამ თაობამ და ამ ახალგაზრდობამ უნდა მიიყვანოს ქვეყანა დეოკუპაციამდე, რომელიც ჩვენი, თითოეული ადამიანის ოცნებაა და რომელიც აუცილებლად ასრულდება. რაც შეეხება სპორტსმენებს, შიდა ქართლთან და განსაკუთრებით ალბათ გორთან და კასპთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ნამდვილი ჩემპიონების სამჭედლოა. ამის დასტური, ჩვენს გვერდით მყოფი მეგობრები არიან, რომლებიც სხვადასხვა თაობის მსოფლიო, ოლიმპიური თუ ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და მათ გვერდით იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კიდევ ბევრ სიხარულს და გამაჯვებას მოუტანენ. ეჭვი არ მეპარება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით წარმატებამდე მივალთ. ბოლომდე გათვითცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობები და ის ვალდებულებები, რაც ჩემს წინაშე აქამდე იყო და ამის შემდგომ იქნება. ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის იმედით, ერთად დგომით, ჩვენ შევძლებთ უფრო ძლიერ, უფრო ლამაზ, გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას და ისევ თქვენი მხარდაჭერით საშუალება მექნება შემდგომი წლების განმავლობაში ერთად ვიზრუნოთ გორისა და კასპის კეთილდღეობისთვის”, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს