სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეს, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებს შეეხება.
გენერალურ პროკურატურაში შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.