მექსიკის ქალაქ კუერნავაკაში შეიარაღებული თავდამსხმელი სარიტუალო მომსახურების ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ბოლო ანგარიშის თანახმად, ერთ წელში მექსიკაში მკვლელობის 34 600-ზე მეტი შემთხვევა მოხდა.