საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შოკირებული ვარ ინფორმაციით, რომელიც ნავალნის მოსაწამლად „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის გამოყენებას ადასტურებს

ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ადგილას, დროს, ნებისმიერი მხარისგან, ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ კომუნიკეშია აღნიშნული, რითაც ჟან-ივ ლე დრიანი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით არის მოწამლული.

„შოკირებული ვარ გერმანიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ალექსეი ნავალნის მოსაწამლად რუსეთში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის გამოყენებას ადასტურებს. მსურს, უმკაცრესად დავგმო ასეთი აგენტის შოკისმომგვრელი და უპასუხისმგებლო გამოყენება. ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის პრინციპი კიდევ ერთხელ დაირღვა. მსურს, დავადასტურო, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ადგილას, დროს, ნებისმიერი მხარის მიერ, ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია და ასეთი იარაღის გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, აუცილებელია, რუსეთის ხელისუფლებამ დაადგინოს ის გარემოებები, რომელშიც შესაძლებელი გახდა ნერვული აგენტის ნავალნის წინააღმდეგ გამოყენება.

„რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა დაადგინოს გარემოებები, რომელშიც შესაძლებელი გახდა ბატონი ნავალნის წინააღმდეგ ნერვული აგენტის გამოყენება. რუსეთში ბატონი ნავალნის პოლიტიკური სტატუსის გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ თავდასხმა მნიშვნელოვან კითხვებს იწვევს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა