დავით ბაქრაძემ წალენჯიხაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელა ქებურია წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მოსახლეობას წალენჯიხაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში, ლელა ქებურია წარუდგინა.

ლელა ქებურიას თქმით, წალენჯიხაში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მისივე განცხადებით, წალენჯიხა ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან და კონტრაბანდასთან, „ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა კი 31 ოქტომბერს არის შესაძლებელი“.

„როგორც სხვაგან, წალენჯიხაშიც არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა. აქაც არის სიღარიბის, უმუშევრობის, ელემენტალურად გზისა და წყალმომარაგების პრობლემა. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ცუდია, როცა წალენჯიხა ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან, კონტრაბანდასთან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და წალენჯიხას უნდა მიეცეს შესაძლებლობებისა და განვითარების საშუალება და ეს 31 ოქტომბერს აუცილებლად მოხდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას, მიატოვებს ხალხის ფულის ფლანგვას და ეს შესაძლებლობები დაუბრუნდება ხალს,“ - განაცხადა ლელა ქებურიამ.

პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს და საქართველოს დააყენებს სწორ გზაზე.

„მთელ საქართველოშიც, მოსახლეობის განწყობა არის ძალიან ცალსახა. საზოგადოებას უნდა ცვლილებები, ადამიანებს აღარ სურთ იცხოვრონ იმ პრობლემებში, რომლებიც შეიქმნა და გაღრმავდა ბოლო წლების განმავლობაში. ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, სიღარიბე, უიმედობა და კრიმინალი. გამოსავალი გახლავთ მხოლოდ ერთი, ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე და როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს მხოლოდ ერთი დღე, 31 ოქტომბერი. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილებები, ვისაც უნდა უკეთესობა და წინსვლა ამ ქვეყანაში, აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს არჩევნებზე, შეცვლის საკუთარ ცხოვრებას და ხმას მიცემს იმ გუნდს, რომელსაც გააჩნია გეგმა, ხედვა და კომპეტენცია მომავლისკენ და გუნდს, „ევროპულ საქართველოს“, რომელიც არის კომპასი საქართველოს სწორ გზაზე დასაყენებლად და სწორი და გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა