აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის ჯამში 1494-მა მოქალაქემ მიმართა, პოლიკლინიკებს - 642-მა პირმა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის ჯამში 1494-მა მოქალაქემ მიმართა, პოლიკლინიკებს - 642-მა პირმა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, აჭარაში განთავსებულ სამედიცინო კარვებში PCR ტესტი 1494 პირმა ჩაიტარა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კვლავის პასუხები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში 1443-მა და 51 -მა ქობულეთში. პოლიკლინიკებს 642-მა პირმა მიმართა.

ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი. 924 ნიმუში კი სასტუმრი „ოაზისში" არის აღებული.

კარვებში 1-ელ სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი სრულად ჯერ არ დასრულებულა",- აცხადებენ უწყებაში.