გურამ მაჭარაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება, რადგან საქართველოს ინტერესებს ემსახურება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არსებული კანონმდებლობითაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ თავისუფალი და დემოკარატიული არჩევნები ჩატარებულიყო, თუმცა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით არჩევნები კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც აქვს.

“დღეს სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით განვიხილავთ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებული წესით უნდა განვიხილოთ. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრებები გამოითქვა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწონებულია ეს ცვლილებები, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არსებული კანონმდებლობითაც შევძლებდით, რომ ჩაგვეტარებინა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, თუმცა ამ ცვლილებებით კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება არჩევნები და მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდი. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ამომრჩეველს ექნება განცდა, რომ ის იქნება დაცული და მისი გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ, იქნება უზრუნველყოფილი”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის” და დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიულ წინადადებებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების თაობაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულ ინიციატივებს როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

“რეგლამენტის თანახმად, ჩვენ პროცედურულად დღეს კომიტეტზეც განვიხილავთ და სესიაზეც. გამომდინარე იქედან, კენჭისყრაში როგორი შედეგები ექნება ამ ალტერნატიულ წინადადებას, ამის მიხედვით, ბუნებრივია, დადგება შედეგი. ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას ექნება მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და წინასაარჩევნო კამპანიას და უშუალოდ არჩევნების დღეს და მეორეც იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არის მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული საზოგადოება პოზიტიურად შეხვდება ამ ცვლილებებს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა