პრემიერის განცხადებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, აღნიშნულ პროგრამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ.

„იმუშავე საქართველოდან“ ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში - იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დაწყებული ამერიკით და დამთავრებული სინგაპურით.

ტურიზმის სააგენტოს ვავალებთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც ქართულ ეკონომიკას და პირველ რიგში საქართველოს, როგორც ვირუსისგან სუფთა, მწვანე ქვეყანას მოუტანოს“, - განცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა