ნონა ეფაძე - ბათუმში ავტობუსის მძღოლის ინფიცირების წყარო უცნობია, აღნიშნული შემთხვევა გეგმური შემოწმებისას გამოვლინდა

ბათუმში ავტობუსის მძღოლის ინფიცირების წყარო უცნობია, აღნიშნული შემთხვევა გეგმური შემოწმებისას გამოვლინდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მძღოლთან კონტაქტში მყოფი ორი თანამშრომელი და ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი უკვე გუშინვე გაჟღერდა. ერთი იყო მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი, ხოლო მეორე კი სასტუმრო „ოაზისის" სტუმარი. დანარჩენი ოთხი შემთხვევა, ეს გახლავთ: სატვირთო ავტომობილის მძღოლი, უცხოელი, რომელიც დაბრუნდა სამკურნალოდ თავის ქვეყანაში. ერთი საკარანტინო სივრციდან, ერთი ე.წ. დონას კლასტერიდან კონტაქტირებული პირი, ერთმა კი ჩივილებით მიმართა „ცხელების ცენტრს".

აჭარაში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება როგორც მიზნობრივი ჯგუფების, ასევე დაინტერესებული პირებისათვის.

დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეში“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა