ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან" არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა. როგორც მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ბათუმში პარტიის მიერ განთავსებული საარჩევნო ბანერის გამო უკმაყოფილება ჰქონდა, ასევე ბოლო პერიოდში პარტიაში სხვა საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, პარტიას სხვა წევრებიც ტოვებენ. იგი, ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.

„პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ბოლო დროს მუდმივი ქაოსი და განუკითხაობაა. რაც შეეხება ბათუმში განთავსებულ ბანერს, ეს ჩემთვის მიუღებელია. კარგი იქნებოდათ ეკითხათ ჩვენთვის და რჩევა-დარიგებას მივცემდი“,- აღნიშნა არჩილ მამულაძემ.

ამ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ბიძინა ივანიშვილის ზრახვებს ახორციელებს.

„ქართულ პოლიტიკაში ირმა ინაშვილი არაფერს წარმოადგენს და მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფარულ ზრახვებს ახორციელებს, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოხვდა იგი პარლამენტში. მიმაჩნია, რომ თავად "პატრიოტთა ალიანსმა" და ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს",- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის ბრალდებას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს.

"სასაცილოა „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებას" დააკავშირო და თან თქვა ტყუილი. შეიძლება საკრებულოს წევრებს არ გაუკეთებია განცხადება, რადგან სხდომა არ იყო, სადაც ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებდით. ფაქტზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოახდინა რეაგირება. გეთანხმებით, რომ ეს არასახელმწიფოებრივია, როგორც კი დაფიქსირდა, ბანერის დემონტაჟი მოხდა",- განაცხადა "ქართული იცნების" წევრმა დიმა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს, ბათუმში, რამდენიმე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი განთავსდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნული საარჩევნო ბანერები იმავე დღეს ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს