ირაკლი სესიაშვილი - საქართველოში ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა არის სრული აბსურდი და სისულელე

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია. მისივე თქმით, მისი ერთ - ერთი მიზანი საქართველოსა და აშშ- ის ურთიერთობების დისკრედიტაციაა.

„ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და ის მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

ჩვენ პერიოდულად ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულ თავდასხმას ამ ლაბორატორიაზე. ეს არის დეზინფორმაციისკენ მიმართული განცხადებები, რომლის მიზანიც არის ერთი მხრივ, საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დისკრედიტაცია, მეორე მხრივ, ვითომ გარკვეული ბიოლოგიური საფრთხეების არსებობა საქართველოში, რაც არის სრული აბსურდი და სისულელე. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან მკვეთრი განცხადება, ისევე როგორც შეერთებული შტატების საელჩოს არაერთხელ განუცხადებია.

რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს ხელისუფლება არ რეაგირებს, როგორ შეიძლება ტყუილზე რეაგირება მოახდინო? რა ტიპის რეაგირება უნდა მოახდინო? ამ ყველაფერზე სწორი რეაგირება არის კოვიდთან წარმატებული ბრძოლა, მაშინ როცა რუსეთს ამ მხრივ ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ალბათ, ეს აწუხებს ოკუპანტს, რომ მისი მეზობელი ასეთი წარმატებულია თანამედროვე ტექნოლოგიებში“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა