მსუბუქი ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალი სიმძიმისაა. როგორც „ინტერპრესნიუსს"თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრაობდა, როდესაც ხევში გადავარდა.

ამ დროისათვის მანქანის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა