ბოლნისის მერია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მე-2 ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. 1100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე ბეტონის გზა უკვე დაიგო.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობას ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის საერთო ღირებულება 800 000 ლარია.

სოფელ მამხუტში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წელს განხორციელდა. გზით 2400 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა