გიგი უგულავა - ქვეყანა გადავა კოალიციურ მმართველობაზე და დამთავრდება სამთავრობო ბატონყმობა საქართველოში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს „ევროპული საქართველოს“ ავტობუსით ეწვევა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

როგორც უგულავა აცხადებს, ის, აქტივისტებთან ერთად, ყველა სოფელს ესტუმრება, მათ პრობლემებს მოისმენს და პარტიის პროგრამას წარუდგენს.

უგულავამ აღნიშნა, რომ სწორედ „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც აჩვენებს სწორ გზას გარდამტეხი ცვლილებებისათვის. გიგი უგულავას თქმით, საქართველოში მთავრდება ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა და მას კოალიციური მმართველობა ჩაანაცვლებს.

„ჩვენთან ერთად იქნება ცნობილი ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, რომელიც ცალკე იმუშავებს და გააკეთებს ზუგდიდის 30-ვე სოფლის ფოტოპროფილს, რაც შემდეგში დაიდება სოციალურ ქსელში და მოეხმარება ზუგიდისა და ზუგდიდის სოფლების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრობლემებზე საუბარი, გარდამტეხ ცვლილებებზე, რომელიც მომწიფებულია და რა როლი აქვს აქ „ევროპულ საქართველოს“, რადგან „ევროპული საქართველო“ ამ გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში არის კომპასი საზოგადოებისთვის, კომპასი, რომელიც ანახებს გზას, რა უნდა იყოს ამ ცვლილებების და ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ. ეს არის გადასახადების შემცირება, ნაფიცი მსაჯულები სასამართლოში, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა. სწორედ ამაზე გვექნება ჩვენ საუბარი, ჩვენი აზრით, სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებს მოსახლეობას. ამ ქვეყანაში მთავრდება ამ არჩევნებთან ერთად ერთპიროვნული მმართველობა, ქვეყანა გადავა კოალიციურ მმართველობაზე და დამთავრდება სამთავრობო ბატონყმობა საქართველოში,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს