ალექსანდრე ლუკაშენკო - ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაყალბებულია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მათ ბერლინსა და ვარშავას შორის საუბრის ჩანაწერი მოიპოვეს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაყალბებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვიდრე მერკელმა განაცხადა, რომ ნავალნის გაჩუმება სურდათ, ჩვენ ეს საუბარი მოვისმინეთ და ვფიქრობთ, რომ ვარშავა ბერლინს ესაუბრებოდა.

ჩვენმა სამხედრო ელექტრონულმა სადაზვერვო სააგენტომ მოუსმინა საინტერესო საუბარს, რომელსაც მე წაგაკითხებთ, და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურსაც გადავუგზავნით. საუბარში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეს ფალსიფიკაციაა. ნავალნი არავის მოუწამლავს“, – განაცხადა ლუკაშენკომ რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრისას.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნული „საუბრიდან“ რამდენიმე ციტატაც მოიყვანა, მათ შორის ასეთი შინაარსის : „იმისთვის, რომ პუტინს ბელარუსის საქმეებში ცხვირის ჩაყოფის საშუალება არ მივცეთ.“

ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვისი საუბარი მოისმინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა