ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თვადაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას თქმით, ორივე პირი თვითიზოლაციაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს ტესტირება ჩაუტარდა და მათ ,,კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ. ეს წუთია მივიღეთ პასუხი. ისინი პრაქტიკულად არიან ჯანმრთელები, მაგრამ თვითიზოლაციაში დარჩებიან. ორივე მათგანს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება თვითიზოლაციის ვადის დამთავრებამდე 24 საათით ადრე“, - განაცხადა ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. შეხვედრაში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორი წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს