„ქართული ოცნების" ლიდერები ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოების  მიმდინარეობას გაეცნენ

ძამას ხეობაში ადგილობრივი მნიშვნელობის, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება. სამუშაოებს,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.

„პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ადგილობრივების დასაქმებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა