დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აჭარაში კორონავირუსის ლოკალური ეპიდაფეთქების კერებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ლოკალური ეპიდაფეთქების კერებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

"მომართვის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სიმპტომების მიუხედავად) უფასოდ ტესტირებას ექვემდებარება ყველა ის მოქალაქე, რომლიც ქალაქ ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია/კაფე დონაში იმყოფებოდა 20 აგვისტოდან მოყოლებული ბოლო ორი კვირის მანძილზე და ჩაქვში მდებარე სასტუმრო ოაზისში 30-31 აგვისტოს.

აჭარის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე სხვა მოქალაქეებს ეძლევათ თვითმონიტორინგის რეკომენდაცია და ამ პერიოდში სიმპტომების (მომატებული ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ქოშინი და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექვემდებარებიან უფასო ტესტირებას, რისთვისაც უნდა მიმართოს 112-ს.

ბათუმში, ქობულეთსა და შეკვეთილში სპეციალურად მოწყობილ ტესტირების სივრცეებში (კარვებში და ბათუმის 5 პოლიკლინიკაში), კვლავ რჩება მსურველების ნებაყოფლობითი კორონავირუსზე PCR ტესტირების არსებული რეჟიმი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა