დავით ზალკალიანი - მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მთლიანად საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა , - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის მიღებას.

ზალკალიანის თქმით, რეზოლუცია ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება არა მხოლოდ სოლიდარულია, არამედ თავად არის ჩართული ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში.

„დღეს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელმწიფო.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და ამით ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე თანადგომა და მხარდაჭერა. შედეგად, რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოება არა მხოლოდ სოლიდარულია, არამედ თავად არის ჩართული ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის საქმეში.

მსოფლიო მასშტაბით პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო შეზღუდვების ფონზე, საქართველოს მიერ რეზოლუციის გენერალური ასამბლეისთვის წარდგენა, ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ საქართველოს რეზოლუციის წარდგენა მიმდინარე სესიაზე ტექნიკურად ვერ მომხდარიყო და თუ მოხდებოდა, პანდემიის გათვალისწინებით, მხარდამჭერთა მობილიზება ვერ განხორციელებულიყო. საქართველოს საკითხი მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე რეგულარულად განიხილება და ასეთ რთულ პერიოდშიც კი, აქტიურად დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“,- წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა