BBC- აფრო-ამერიკელი მამაკაცი, რომელსაც პოლიციამ დაკავების დროს თავზე ტომარა ჩამოაცვა, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა

41 წლის აფრო-ამერიკელი მამაკაცი, რომელსაც პოლიციამ დაკავების დროს თავზე ტომარა ჩამოაცვა, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა , - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციამ ერთ-ერთი სამართალდამცავის სამხრე კამერის ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა.

გამოძიების ცნობით, დანიელ პრუდს მენტალური პრობლემები ჰქონდა, რაც პოლიციამ არ გაითვალისწინა, ის ძირს დააგდეს და 2 წუთის განმავლობაში თავზე ტომარა ჩამოაცვეს.

აფრო-ამერიკელი მამაკაცი რამდენიმე წუთში ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. გამოძიების მიხედვით, შემთხვევა მიმდიარე წლის 23 მარტს მოხდა, თუმცა ვიდეოჩანაწერი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა