შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი - ამირხანაშვილი არ საუბრობდა ჩანთაზე, მდინარეზე და ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა, შესაბამისად, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს გასცდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების ადვოკატების განცხადებით, გამომძიებელი , რომელმაც გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა, ქსპერიმენტის ფარგლებს გასცდა და ხევში საკუთარი ინიციატივით ჩავიდა.

არასრულწლოვანი ლ.შ.-ს ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებაში ჩანთაზე არ საუბრობდა, არ საუბრობდა მდინარეზე და არ საუბრობდა იმ ხევზე, სადაც გამომძიებელი ჩავიდა.

,,გამომძიებელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი გასცდა საგამოძიებო ექსპერიმენტს, თავისი ინიციატივით გადავიდა ხევში და მივიდა ხიდის ბურჯთან სადაც იპოვა ჩანთა. მოწმეს, რომლის ჩვენების საფუძველზეც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ მიუთითებია ადგილი, რომლიდანაც ამოღებული იყო ჩანთა. საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგანაც თავისი ინიციატივით გადაწყვიტა და გასცდა იმ ჩვენებას, რომლის შემოწმებაც ხდებოდა ადგილზე.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებელმა არ გადაამოწმა, რამდენად შესაძლებელი იყო შენობიდან ხიდზე პიროვნებების დანახვა. განმარტა, რომ ჩავიდა, თუმცა რატომ ჩავიდა, ვერ განმარტა, ის გასცდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს და ჩაატარა ამოღება, იმ ფონზე, როდესაც მოწმეს ეს არ მიუთითებია. ამირხანაშვილი ჩანთაზე არ საუბრობდა, მდინარეზე არ საუბრობდა და არ საუბრობდა იმ ხევზე, სადაც ჩავიდა გამომძიებელი შესაბამისად, გასცდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებს”, - აღნიშნა ზაქრო გვიშიანმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, ადვოკატების განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება და მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნული მტკიცებულებაში საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა არ ყოფილა.

,,ეს არის ადვოკატების ინტერპრეტაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულმა სისხლის სამართლის საქმემ გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი, რა დროსაც არ ყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ. მოსამართლემ დაადგინა, რომ მტკიცებულება არ ყოფილა საპროცესო კანონმდებლობათა დარღვევით”, - აღნიშნა ნანა გუგუტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა