ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონასა და ოფაჩხაფუში მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონისა და ოფაჩხაფუს მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ორ სოფელში მიმდინარე პრეოქტებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"უჩაშონაში გზის პრობლემა რამდენიმე წლის წინ მოვაგვარეთ. ამ სოფელთან ერთად, ზუგდიდში ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ახლა პრობლემა შიდა გზებია, თუმცა მის მოგვარებაზე მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. პროექტები განსაზღვრული პრიორიტების მიხედვით ხორციელდება. სოფლის ცენტრში დასასვენებელი სკვერის მოწყობას ვაპირებთ. სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების პრობლემაა, რომელთა მოგვარების გზებზე ვმუშაობთ.

უჩაშონაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოფაჩხაფუს მოსახლეობას შევხვდი. ოფაჩხაფუში 1,5 მილიონ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ნარაზენის და ახალსოფლის ცენტრამდე მიმავალი გზები, რითაც გზის რეაბილიტაციით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება" , -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა