ჩაქვში, „ოაზისში“ გამოკვლეულ 900-ზე მეტ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სასტუმრო გაიხსნა

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" ვიზიტორებსა და თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ეპიდემიოლოგებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სასტუმრო "ოაზისში" 900-ზე მეტი ნიმუში აიღეს.

„სასტუმროში 940-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და შეძლებს სტუმრების მიღებასა და გაშვებას. სასტუმრო დეზინფიცირებულია და ჩვეულებრივად რეგულაციების შესაბამისად განაგრძობს ფუნქციონირებას, ის ადამიანები, რომლებსაც ანალიზები აუღეს, ჩვეულებრივად თავისუფლები არიან, რადგან არანაირ რისკჯგუფში არ შედიან და არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ინფიცირებულთან“, - განაცხადეს სასტუმროში.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს სასტუმრო "ოაზისში“ ექიმს, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც სასტუმროში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს