აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლიდა და კონტაქტების დაზუსტება მიმდინარეობს

აჭარაში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების დაზუსტება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, არიან თუ არა ინფიცირებულებს შორის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები, ჯერ ცნობილი არ არის.

უწყებაში აცხადებენ, რომ დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ საქართველოს ბანკის ინფიცირებული თანამშრომლები მათ კლინიკაში არ იმყოფებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს