ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრეაქსელერატორის მენეჯერებისთვის გადამზადების კურსი დაიწყო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოს 11 უმაღლესი სასწავლებლისა და რეგიონში GITA - ს ინოვაციური ცენტრების პრეაქსელერატორის მენეჯერებისთვის გადამზადების კურსი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, სამდღიან ტრენინგს ჰაიტექ ანტრეპრენერი დავით ჩეჩელაშვილი და 500 Startups - ის ევროპისა და აფრიკის რეგიონალური ხელმძღვანელი პედრო ვიეირა გაუძღვებიან.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: აქსელერაციის პროცესის როლი სტარტაპ ეკოსისტემაში, სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებსაც შეასრულებენ.

მათივე ინფორმაციით, კურსის მიზანია ანტრეპრენერობის პოპულარიზაცია და ხარისხის გაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში. ტრენინგი დაეხმარება მენეჯერებს, პრეაქსელერაციის პროცესი უფრო ეფექტურად წარმართონ უნივერსიტეტებსა და ინოვაციურ ცენტრებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა