ღორის დაავადებების პრევენციის მიზნით, რაჭაში შეხვედრები მიმდინარეობს

ღორის დაავადებების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სააგენტოს ვეტერინარებთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სააგენტოს ვეტერინარებმა ფერმერების კითხვებს უპასუხეს და დეტალურად ისაუბრეს ღორის ინფექციური დაავდებებისგან დაცვის საკითხებზე.

“რაჭაში მეღორეობა ერთ-ერთი ტრადიციული დარგია. დარგის განვითარების მთავარი წინაპირობა ვეტერინარული ღონისძიებების სწორად და ეფექტიანად განხორციელებაა. ამ მიზნით, ვხვდებით მოსახლეობას, ფერმერებს, ვეცნობით არსებულ ვითარებას და ასევე ვაწვდით ინფორმაციას დაავადებების პრევენციის შესახებ, რათა მათ დროულად უზრუნველყონ საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია, დაიცვან მოვლა/შენახვის აუცილებელი წესები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებასა და პროდუქტიულობის გაზრდას“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, სადაც სააგენტოს ვეტერინარებმა „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საინფორმაციო მასალებიც გადასცეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია