გიორგი ღვინიაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე სხვა სოფლებში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებას შეუძლია, თუმცა მოსახლეობა უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული.

გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს, ხოლო „ევროპული საქართველო“ იქნება სწორი მიმართულების კომპასი.

„როგორც ამ სოფელში, ისე სხვა სოფლებში არის უამრავი პრობლემა. რაც მთავარია, არის ისეთი პრობლემები, რომლებიც ხელისფლებას შეუძლია, რომ მარტივად მოაგვაროს. განსაკუთრეებით ამ სოფელში, ძალიან ბევრი ადამიანი არის უკიდურესად გაჭირვებული. მე მოსახლეობისაგან მოვისმინე ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დასალევი წყალი, იტბორება ქუჩები. ეს არის თემები, რომელთა მოგვარებაც ამ ხელისუფლებას შეეძლო 8 წლის განმავლობაში. ამიტომ ოქტომბერში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება დამთავრდება და სოფლებში ადამიანებს მოვუგვარებთ ელემენტარულ პრობლემებს, რათა მათი ცხოვრება უკეთესი გახდეს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა