ინდოეთში კორონავირუსის 83 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 83 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ინდოეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 936 747-მდე გაიზარდა, აქედან 3 037 151 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 096 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 68 472-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა