GEclose2EU-ს ბენეფიციარი კომპანიები თბილისის საბავშვო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

5 სექტემბერს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუშტაიდის ბაღში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის (EPRC) ცენტრის მხარდაჭერით ქართული სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი 30 ბენეფიციარი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტ GEclose2EU-ს ფარგლებში შეირჩა.

„ღონისძიებას გამოფენა-გაყიდვის სახე ექნება და მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ პირადად გაიცნონ ქართველი მწარმოებლები, შეიძინონ მათი ნაწარმი და ჩაერთონ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში, რომელიც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი. ფესტივალის საერთო სივრცე რამოდენიმე ზონადაა დაყოფილი, სადაც სპეციალური ადგილი, სწორედ საბავშვო ტანსაცმელსა და ქართულ სათამაშოებს დაეთმობა. ამ კომპანიებმა პროექტ GEclose2EU-ს კონკურსში გაიმარჯვეს. მათი პროდუქცია წარმატებით იყიდება როგორც საქართველოში, ისე უცხოურ ბაზარზე. თავის მხრივ ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ადგილობრივი მეწარმეები, პოტენციური პარტნიორები და კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბრენდების ცნობადობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" GEclose2EU ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე.

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე სამეწარმეო ბაზრობა, სადაც GEclose2EU-ს ფარგლებში შერჩეულმა ასობით კომპანიამ და მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ერთი წლის განმავლობაში დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ტრენინგი და მასტერკლასი, რომლებშიც 400-ზე მეტმა მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში ჯამში 100-მდე გამარჯვებულ კომპანიას, რომლებიც მოღვაწეობენ ბიზნეს-კონსალტინგის, IT, არქიტექტურა და დიზაინის, საბავშვო ტანსაცმლისა და სათამაშოების წარმოების მიმართულებით, გაეწია ტექნიკური მხარდაჭერა. პროექტის ბოლომდე კომპანიებისთვის ასევე დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური გამოფენა და სასწავლო ტური შვედეთში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა