საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აჭარაში 58 კოვიდინფიცირებულიდან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ერთის მდგომარეობა საყურადღებოა

აჭარაში, ამჟამად 58 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და უსიმპტომოა, 17-ს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ არა მძიმე, ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კარვებსა და პოლიკლინიკებში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება.

„გუშინწინ 2000-მდე ნიმუში იყო აღებული ამ ოთხ კარავში და ხუთ პოლიკლინიკაში. უმეტესი მათგანის კვლევა დასრულებულია. დარჩენილია 300-მდე ნიმუში, რომელთა პასუხებსაც ველოდებით. აქედან ორი შემთხვევა პოლიკლინიკაში მიმართვით არის გამოვლენილი და ახალ 13 შემთხვევაში შედის. ყველა დადასტურებული შემთხვევის უკან მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული კვლევა, ყველა კონტაქტის მოძიება“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ამ ეტაპზე არ იგეგმება. მაგრამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გამკაცრდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა