დავით ზალკალიანი - კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე მოქალაქის ქართველი მესაზღვრის მიერ შემოწმებას მოითხოვს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვისაა შემუშავებული

კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე მოქალაქის ქართველი მესაზღვრის მიერ შემოწმებას მოითხოვს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვისაა გაკეთებული, იმისთვის, რომ მათ არანაირი დისკომფორტი არ შეეექმნათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ არც საშუალო და არც გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფუძველი აღარ იარსებებს.

„სავიზო ლიბერალიზაცია არის ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ის არის ევროკავშირის მხრიდან არამხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. ეს არის ის სიკეთე, რომლითაც ჩვენი ასობით მოქალაქე სარგებლობს და ისარგებლა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. მაშინ როდესაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით, გვქონდა მზარდი დინამიკა, ამან განაპირობა სწორედ ეს შესწორება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მათ ექსპერტებთან ერთად მივიღეთ. აქ მნიშვნელოვანი იყო სწორი ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრის განმტკიცებასთან ფარდობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქ არ დაზარალდება ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ევროკავშირიდან უკან გამობრუნებულ მოქალაქეებს ფინანსური რესურსის მოძიება თავად უწევთ დასაბრუნებელი ბილეთების საფასურის კუთხით. მათ ექმნებოდათ დამატებითი პრობლემები და სირთულეები. ამ ცვლილებებით მათ ეს სირთულეები შეუმსუბუქდებათ. ეს არის ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებას, პირი საზღვარგარეთ, შენგენის ზონაში, არ გაუშვას, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს აღნიშნული წესები და პირობები, ამასთან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა