„ავერსის“ კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულების დახურვას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ

„ავერსის“ კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულების დახურვას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ და მუშაობას აგრძელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმა ჯორბენაძემ განაცხადა, „ავერსის” რუსთავის ფილიალში, გუშინ „პი სი არ“ ტესტირება 50 თანამშრომელს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი სამს დაუდასტურდა. ჯამში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად "კოვიდ 19" 5 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.

,,კლინიკა სრული დატვირთვით არა, მაგრამ ფუნქციონირებას აგრძელებს. კლინიკაში საკმარისი რესურსია მედპერსონალის და შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ის თანამშრომლები, რომლებიც იზოლაციაში არიან ან სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია რუსთავის კლინიკის დახურვა. „პი სი არ“ ტესტირება ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდა, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან. დღეს დადასტურებულია სამი ახალი შემთხვევა. ისინი იმ ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც აჭარაში ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე. პრევენციის მიზნით, ის მედპერსონალი, რომელთან არ დაუდასტურდათ კოვიდ 19, მაგრამ შემხებლობაში იყვნენ ინფიცირებულებთან, თვითიზოლაციაში იმყოფებიან იქამდე, ვიდრე მათ განმეორებით ტესტირებას არ ჩავუტარებთ“, - განაცხადა დიმა ჯორბენაძემ.

მისივე განცხადებით, კლინიკაში პრევენციული ღონისძიებები უკვე გატარდა და პაციენტების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს