„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარაში ტურიზმის სექტორი გაკოტრების პირასაა

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და ბოლო პერიოდში ჩაკეტილი საზღვრების გამო აჭარაში ტურიზმის სექტორი გაკოტრების პირასაა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რათა გადავარჩინოთ ტურისტული ინდუსტრია და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. მოვითხოვთ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებიდან გამოიყოს თანხები აჭარაში ტურისტული სექტორის გადასარჩენად, კერძოდ: სასტუმროების, მათ შორის საოჯახო სასტუმროების მხარდასაჭერად: 1000 ლარამდე თითოეულ საწოლზე ერთჯერადად; ასევე მოხდეს სესხების გადახდის გადავადება ერთი წლით, ყოველგვარი დამატებითი პროცენტის გარეშე; იძულებითი აღსრულების გადადება ერთი წლით; რესტორნების, კაფეების და სხვა ტურისტული კომპანიების მხარდასაჭერად: რესტორნისა და კაფის თითოეულ მაგიდაზე 500 ლარი ერთჯერადად; გადასახადებისაგან გათავისუფლება ერთი წლით; კომუნალური გადასახადებისაგან გათავისუფლება ერთი წლით. სესხების გადახდის გადავადება ერთი წლით, ყოველგვარი დამატებითი პროცენტის გარეშე",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო