„ალდაგი“ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევას სთავაზობს

„ალდაგში“ ციტრუსის დაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, რომლებსაც ციტრუსის ბაღები აქვთ, შეუძლიათ მოსავალი „ალდაგში“ დააზღვიონ და ანაზღაურება ზარალის დადგომიდან უახლოესი დღეების განმავლობაში მიიღონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“ აცნობეს.

„ალდაგი“ ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფერმერებს ზარალს მისი დადგომისთანავე უნაზღაურებს. ციტრუსი კი ერთადერთი კულტურაა, რომელსაც ალდაგი სამივე რისკისგან - ქარიშხლის, ყინვისა და სეტყვისგან აზღვევს“, - აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ „ალდაგისა“ და „კრედო ბანკის“ თანამშრომლობით, ციტრუსის ბაღების მფლობელები დაზღვევას განვადებით მიიღებენ და მოქნილი გრაფიკით შეძლებენ დაზღვევის თანხის გადახდას.

„ფერმერებს, რომლებსაც აჭარასა და გურიაში ციტრუსის ბაღები აქვთ გაშენებული, ყინვის, ქარიშხლისა და სეტყვისგან დაზღვევა აუცილებლად სჭირდებათ, რადგან შემოდგომის პერიოდში ციტრუსის დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო რისკს და ფერმერებს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, იმისათვის, რომ მათ, ერთი მხრივ, განვადებით მიიღონ პროდუქტი და მეორე მხრივ, უპრეცედენტოდ სწრაფადვე აინაზღაურონ დამდგარი ზიანი,“ - განაცხადა "ალდაგის" აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორმა, ივანე ბუჯიაშვილმა.

მათივე ცნობით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ამიტომ ციტრუსოვანთა დაზღვევა საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა