დავით ბაქრაძემ აბაშის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ლელა ქებურია წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, აბაშის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში, ლელა ქებურია წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ლელა ქებურიას თქმით, ხალხს აქვს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.

შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ იქნება სწორი მიმართულების კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

„ამ ხალხს აქვს ცვლილებების მოლოდინი და მოთხოვნილება იმისა, რომ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები ეკონომიკაში, სოციალური, კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, საკუთრებასთან დამოკიდებულების და სასამართლო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ყველა ამ კონკრეტული მიმართულებით როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან”, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

„ჩვენი ვალდებულება და მიზანია, რომ გადასახადების შემცირების გზით შვექმნათ ახალი ადგილები და თითოეულ ოჯახს დავუზოგოთ ყოველწლიურად 2000 ლარი. ჩვენი ვალდებულება და მიზანია, რომ წლის ბოლომდე გავაორმაგოთ პენსიები, სოციალური და დევნილთა დახმარებები, ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ ადამიანებს დავუბრუნოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და დავაბრუნოთ ქვეყანაში სიმშვიდის და დაცულობის განცდა”, - განაცხადა დავით ბაქარძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო