გია ვოლსკი ოქრიაშვილის და გაერთიანებული ოპოზიციის თანამშრომლობაზე - არიან პოლიტიკური სუბიექტები, ვისაც მიაჩნია, რომ მორალს სჯობს და მასზე უპირატესია სხვა მიზნის მიღწევა

არიან პოლიტიკური სუბიექტები, ვისაც მიაჩნია, რომ მორალს სჯობს და მასზე უპირატესია სხვა მიზნის მიღწევა, მათ შორის ბიზნეს მიზნების მიღწევაც,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კახა ოქრიაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის თანამშრომლობის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს ყველას უნდა ესმოდეს, ვინც მასთან თანამშრომლობს ან მომავალში ითანამშრომლებს.

„ვფიქრობ, სია დანაშაულებისა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა საქართველოს წინაშე არის ძალიან ვრცელი. ეს საკითხები არის ის, რომლის გათავისებაც ხდება ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მიერ ვინც ზის იმ ეზოში და ვინც ახლა შეუერთდება და რაიმე სახის მემორანდუმზე მოაწერს ხელს „ნაციონალურ მოძრაობასთან". პოლიტიკაში მორალი არის ერთ- ერთი მთავარი ნიშანი, რათა საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვის დაუჭიროს მხარი. არიან პოლიტიკური სუბიექტები, ვისაც მიაჩნიათ, რომ მორალს სჯობს და მასზე უპირატესია სხვა მიზნის მიღწევა, მათ შორის, ბიზნეს მიზნების მიღწევაც. ეს საზოგადოებას არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა