კარლ ჰარცელმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ და გამშვები პუნქტები გახსნან

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ და გამშვები პუნქტები გახსნან. ჰარცელის განმარტებით, ხვალ ერთი წელი ხდება ოძისის გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან და ეს ნაბიჯი თავის დროზე უპრეცედენტო და მიუღებელი იყო.

„ჩვენ შეშფოთებას ადრეულ ეტაპზეც გამოვხატავდით და ეს შეშფოთება გაიზარდა შემდეგი თვეების განმავლობაში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ვითარება უარესდება საკვებისა და მედიკამენტების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვასთან დაკავშირებული ვითარებაც არასწორი მიმართულებით ვითარდება და სამედიცინო მიზნებით ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის მაჩვენებელმაც დრამატულად იკლო. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, პენსიონერებს გაურთულდათ პენსიის მიღების პროცესი, განათლების შესაძლებლობა შეიზღუდა. შეიქმნა ისეთი ვითარება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, დაფიქრდნენ და რეაგირება მოახდინონ ჰუმანიტარულ კრიზისზე გამშვები პუნქტების გახსნით. ყველამ უნდა იფიქროს იმაზე თუ რა მტკივნეულად განიცდის მოსახლეობა ამ ჩაკეტვას,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა