პროკურორი - პოლიციელი ლადო ბაჭულაშვილი დაიკითხა, ინფორმაცია, რომ მან გახსნა ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, სიმართლეს არ შეესაბამება

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ პოლიციელი ლადო ბაჭულაშვილი დაკითხა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

პროკურორმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაჭულაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნა.

„დაკითხვისას მას დაესვა ყველა კითხვა, რაც ოჯახმა გააჟღერა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ლადო ბაჭულაშვილმა გახსნა კომპიუტერი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს გამომდინარე იქედან, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდა ექსპერტების მიერ ექსპერტიზისას“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ამოღებულია თუ არა სატელეფონო საუბარი, როდესაც გარდაცვლილის მამის მტკიცებით მას პოლიციელი ბაჭულაშვილი ეუბნება, რომ „მისი შვილი შარშია“, დავით გუმბერიძემ განმარტა, რომ „კონკრეტულად განხორციელებული ზარები ამოღებულია, თუმცა ამ ზარების შინაარსი პროკურატურას ამოღებული არ აქვს“.

„ზარის დამადასტურებელი დეტალური მონაცემი, როდესაც ერთი პირი უკავშირდება მეორეს, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია საქმეზე მოიპოვება, მაგრამ რაზე შედგა საუბარი ამ ორ ადამიანს შორის, რა თქმა უნდა, ამოღებული არ არის. საუბრის ჩანაწერის ამოღება მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება ინფორმაცია, რომ სადმე მსგავსი სახის ინფორმაცია ფიქსირდება და შესაძლებლობა გვაქვს ორი პირის საუბრის ჩანაწერი ამოვიღოთ. მსგავსი ინფორმაცია გამოძიებაში არ დასახელებულა. არცერთ პირს არ მოუწოდებია ინფორმაცია და ლოგიკურია, რომ ძებნას ვერ დავიწყებთ არარსებულ ინფორმაციაზე. მამა აცხადებს, რომ კომუნიკაცია შედგა ლადო ბაჭულაშვილთან“, - განაცხადა გუმბერიძემ.

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გამოკვეთილი არ არის, შეხვდა თუ არა ვინმე კონკრეტული პირი თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა