ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი დახვდა.

მისი განმარტებით, დაშავებულია კიდევ სამი მოქალაქე, აქედან ერთი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი რესპუბლიკურში და ერთი- ხეჩინაშვილის კლინიკაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაშავებული კლუბ „დეჟავუს“ მენეჯერია.

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს