„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. აღნიშნული ინფორმაცია ჭიათურის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს, მერაბ ლომინაძემ პედაგოგებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლების დღის წესრიგში დგას და მოზარდებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

კომპანიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, რომელიც ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ასევე, პროექტ „ეკოლოგიკა 2019“-ზე ისაუბრეს, შეფასდა გასული სეზონი და მოხდა "ეკოლოგიკა 2020“-ის დაანონსება.

მათივე ცნობით, სკოლის დირექტორებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეიკრიბება და კომპანიის ხელმძღვანელობას მოზარდების საჭიროებების შესახებ მოუთხრობს.

"სკოლების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე და იმ შესაძლო პროექტებზე, რომელიც გვინდა და გვაქვს სურვილი რომ ერთად განვახორციელოთ, მათ შორის, იქნება ეს სხვადასხვა სახის წრეებისა თუ სპორტული კლუბების ჩამოყალიბება. შევჯერდით, რომ სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დავსახავთ. ასევე, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გადაწყვიტა, რომ დააფინანსოს 4 წარმატებული აბიტურიენტი და მათ მთელი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია. ვფიქრობ, ეს ფაქტი მათ წაახალისებს. პედაგოგებმა გაგვიზიარეს, რომ გასაძლიერებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებითაც ზოგად იდეაზე შევჯერდით, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავხვეწავთ და ქალაქში სხვადასხვა სახის სპორტულ წრეებს ჩამოვაყალიბებთ. ვფიქრობ, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ სხვა მრავალ აუცილებლობასაც დააყენებს დღის წერიგში, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით ძალიან წარმატებით გადავლახავთ“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა ჭიათურასა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან ადგილობრივ რესურსცენტრში გაიმართა და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა