ბათუმსა და ქობულეთში უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმსა და ქობულეთში COVID 19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და „ევექსის“ ბათუმის ამბულატორიაში 10-დან 17:00 საათამდე შეეძლება. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასო ტესტი ქობულეთის მერიის შენობის მიმდებარედ ჩაიტარონ.

„საჭიროების შემთხვევაში ამავე პოლიკლინიკებში ჩაუტარდებათ ექიმის კონსულტაცია. კვლევა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება კარვებში, ბათუმის ბულვარის სამ ლოკაციაზე, კოლონადებთან, ანბანის კოშკთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის მიმდებარედ. აქ მოქალაქეებს 11:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ისარგებლონ კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს", - აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა