დავით ჭიჭინაძე - სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ

სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, კახა ოქრიაშვილის პარტიის გაერთიანებას გაერთიანებულ ოპოზიციასთან.

დავით ჭიჭინაძის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, მთავარი „ნაციონალის“ ტიტული დაკარგოს.

„ნაციონალებში“ ბოლო დროს ბევრი ისეთი ლიდერი გამოიკვეთა, ვისაც პარტიის სახის შეცვლა რეალურად შეუძლია.

ეს კი სააკაშვილისთვისაა ყველაზე დიდი ხიფათი, რადგან შესაძლოა მთავარი „ნაციონალის“ და მთავარი ოპოზიციონერის ტიტული დაკარგოს.

თუნდაც, გლდანში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცებში“ ახალი გამარჯვებული ლიდერი ჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯებიც რაც იდგმება, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ „ნაცებმა“ ახალი ლიდერი არ შეიძინონ.

თუნდაც, სად არის ის 500 ახალგაზრდა, ვითომ ახალ სახეებად რომ ზრდიდა სააკაშვილი და უკრაინაშიც კი ჩაიყვანა?

მათ მაგივრად ფინალში ისევ ოქრიაშვილები, ჩოჩელები, ხაბულიანები მივიღეთ, ადამიანები, ვინც სწორედ „ნაციონალების“ დროს გამდიდრდნენ ყველაზე მეტად და ვინც მათ აფინანსებდა“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა